ქალის ორგაზმი - სამედიცინო სექსოლოგია - ანატომია - WiKi - GSC Network

ქალის ორგაზმი

ქალის ორგაზმი
Added by:  HANIBALL
Full Name:  ქალის ორგაზმი
Views:  5063
Date of addition:  Wednesday   ~   2012-06-13   ~   6:54 AM
Comments:  0
Categories:  სამედიცინო სექსოლოგია, ქართული
Entry ID:  14
Category ID:  10
Entry tags:  კლიტორული ორგაზმი, ვაგინალური ორგაზმი, ორგაზმი ქალებში, ორგაზმის ნაირსახეობები, მრავალჯერადი ორგაზმი, ორგაზმის სახეები, ქალების გათავება, ორგაზმი

ორგაზმი სიამოვნების განცდის ინტენსიური გრძნობაა, რომელიც სექსუალური რეაქციის ციკლის ნაწილია და აღმოცენდება ქალებშიც და მამაკაცებშიც. ქალების ორგაზმი უფრო კომპლექსური და რთულია ვიდრე მამაკაცების. ქალების ორგაზმი ძირითადად იყოფა ორ ნაწილად: ვაგინალური და კლიტორული ორგაზმი.  როგორც წესი, კლიტორული ორგაზმი უფრო ადვილად მიიღწევა და უფრო ხშირია, ვიდრე ვაგინალური.

პირველმა ფროიდმა გამოყო ვაგინალური და კლიტორული ორგაზმის ცნება, ის ამტკიცებდა, რომ  კლიტორული ორგაზმი გარდატეხის ასაკში მყოფი გოგონებისთვის იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ქალი ზრდასრულობას მიაღწევდა უნდა განეცადა ვაგინალური ორგაზმი კლიტორული სტიმულაციის გარეშე.  ალფრედ კინსი კი, რომელიც სექსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო, უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კლიტორულ ორგაზმს და ამტკიცებდა, რომ ქალების აბსოლიტური უმრავლესობა განიცდიდა მხოლოდ კლიტორულ ორგაზმს და ვაგინალური ურთიერთობა ქალის ფსიქოლოგიურ დაკმაყოფილებას ემსახურებოდა.



შემდგომი კვლევებით საბოლოოდ განისაზღვრა, რომ კლიტორული ორგაზმი მართლაც უფრო ადვილი მისაღწევი იყო,  რადგან კლიტორის თავზე  8 000 ნერვული დაბოლოებაა და შეიცავს იმდენივე ან მეტ მგრძნობიარე ნეირონის ბოჭკოებს, რამდენსაც პენისის თავი იტევს, შესაბამისად მისი მგრძნობელობა ძალიან მაღალია.  კლიტორი თავისი ფესვებით რას ერტყმის საშოს შესავალს, რაც თავის მხრივ კლიტორულ არაპირდაპირ სტიმულაციას იწვევს, საშოს სტიმულაციის დროსაც.  ამას ემატება შარდსადენის გარშემო არსებული სპონგიური (ღრუბლოვანი ქსოვილი) რომელიც ძლიერ მგრძნობიარეა და მის საპროექციო არეში მოსაზღვრავენ G – წერტილსაც.  შესაბამისად საშოს სტიმულაციით შესაძლებელია სხეულის ამ ნაწილის სტიმულაცია და მისგან ძლიერი სიამოვნების, ზოგ შემთხვევაში კი ორგაზმის მიღწევა.  რაც შეეხება უშუალოდ საშოს, მას არ აქვს საკმარისი სიმრავლის მგრძნობიარე ნაწილები რაც საკმარისი იქნება ორგაზმისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საშოს მხოლოდ ქვედა მესამედია ძლიერ მგრძნობიარე, დანარჩენი 2/3  ნაწილი ნაკლებ მგრძნობიარეა.  ამიტომ უშუალოდ საშოს სიამოვნებისთვის აუცილებელია  მისი კედლების  ინტენსიური სტიმულაცია.

კლიტორის თავი და მცირე სასირცხვო ბაგეები ძლიერ მგრძნობიარე ზონებია, თუმცა მათი სტიმულაცია სქესობრივი აქტის დროს არ ხდება.



საშოს ორგაზმის გამოწვევა შესაძლებელია საშოს წინა კედლის სტიმულაციით, რომლის დროსაც ხდება სიამოვნების მიღება კომბინირებულად, როგორც შარდსადენის სპონგიური ქსოვილიდან, აგრეთვე კლიტორის ფესვებით, რომლებიც გარს ერტყმიან საშოს შესავალს. სწორედ ამ გზით მიღებულ ორგაზმს საშოს ორგაზმს უწოდებენ.

ქალების ორგაზმი საშუალოდ გრძელდება  20 წამი. შედგება მენჯის კუნთების სინქრონული შეკუმშვით.


რაც შეეხება ქართველებს, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად:  139 გამოკითხული ქალიდან,  33% რეგულარულად განიცდის ორგაზმს სექსის დროს,  21 % ორგაზმს განიცდის ზოგჯერ სექსის დროს,   18 % ორგაზმს მხოლოდ მასტურბაციის დროს განიცდის,  18% ორგაზმი არასდროს განუცდია, ხოლო  10 % განიცდის ორგაზმს იშვიათად სექსის დროს.




Gallery








8:34 PM
Friday,  31 . 10 . 2014
S t a t i s t i c
.
Your  Browser is
.
.
.
There are no user



Registration
????????
სამედიცინო სექსოლოგია
2012-06-13