ქალის მასტურბაციის ტექნიკა :: სამედიცინო სექსოლოგია :: ანატომია :: WiKi :: GSC Network
  • Art related
  • Graphic Design
  • Tutorials and Freebies
  • Community submit news

ქალის მასტურბაციის ტექნიკა

Posted by HANIBALL | 29 February 2016 0

ცნობილი ფაქტია, რომ ქალების თითქმის 80 % მასტურბირებს სხვადასხვა სიხშირით, თუმცა ამაზე საუბარი ხშირად შეზღუდულია ახლო მეგობრებშიც კი. გარდა ამისა, ხშირი მასტურბაციის შემთხვევაშიც კი არ ხდება გამოცდილების გაზიარება, ამიტომ ბევრმა გოგომ არ იცის მასტურბაციის ტექნიკის შესახებ არაფერი.

მასტურბაცია არის ჯანსაღი საშუალება იმისთვის, რომ ქალმა დაიკმაყოფილოს სექსუალური სურვილები და შეიცნოს საკუთარი სექსუალური სურვილები. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მასტურბაციის საშუალებით ქალი შეიცნობს  საკუთარ სხეულს, სხეულის რეაქციებს სქესობრივ სტიმულაციაზე.

ხშირად ქალები ორგაზმს აღწევენ კლიტორის პირდაპირი და/ან არაპირდაპირი სტიმულაციით, შესაბამისად ქალებში მასტურბაციის ძირითადი მეთოდია კლიტორის სტიმულაცია.

ამისთვის სასურველია განმარტოება, რათა მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებსა და საიმოვნებაზე იფიქროს ქალმა. ლუბრიკანტის გამოყენებით შეიძლება სხვადსხვაგვარი შეხებით, მოფერებით, ზეწოლით, სწრაფი მოძრაობებით შეირჩეს ქალისთვის სასურველი და აღმგზნები მოქმედება. აგზნების დონის მიხედვით ქალი „სველდება“, ანუ საშოს სეკრეტი გამოიყოფა. სწორედ ეს სეკრეტი გამოდგება კლიტორის შემდგომი სტიმულაციისთვის ხახუნის ძალის შესამცირებლად. თუკი სხეულის სხვა უბნების ალერსის სურვილი ექნება ქალს, შეუძლია თავისუფალი ხელი გამოიყენოს.

მასტურბაციის დროს ქალს შეუძლია იფიქროს რაიმე სასიამოვნოზე, სასურველ მამაკაცზე, რაიმე ეროტიულ ფილმზე, უყუროს რაიმე ფილმს, გამოიყენოს ეროტიულ ფანტაზიები.

მასტურბაციის მიზანი ზოგადად არის ორგაზმის მიღწევის სურვილი. მოკლედ რომ ვთქვათ, ორგაზმი დაძაბულობისგან გათავისუფლებისა და საშოს კუნთების არანებაყოფლობითი და სასიამოვნო შეკუმშვებია. ორგაზმი განიცდება, როგორც ემოციური და ფიზიკური განმუხტვა. ორგაზმის შემდეგ დგება რეფრაქტერული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ქალს აღარ აქვს სექსისა და მასტურბაციის სურვილი და ეუფლება მოდუნებისა და სიმშვიდის შეგრძნება.

ბევრ ქალს აინტერესებს, ხელითა და თითებით ალერსის გარდა მასტურბაციის სხვა ტექნიკა.

დიდი სიამოვნების მიღება შეიძლება წყლის ჭავლის კლიტორისკენ მიმართვით. ონკანი აბაზანაში, შხაპის დრეკადი მილი, აბაზანა-ჯაკუზის ჰიდრომასაჟორი – ყველაფერი ეს საკმაოდ ეფექტურია მასტურბაციის მიზნით.

შხაპი – წყლის ჭავლის გამოყენება მასტურბაციის მიზნით ყველაზე ეფექტურად გამოიყენება აბაზანაში. წყლის ჭავლით უნდა მოხდეს კლიტორის თავისა და საშოს შესავლის სტიმულაცია. წყლის ტემპერატურა და ნაკადის ინტენსივობა ქალმა საკუთარი სურვილით უნდა შეირჩეს. რა თქმა უნდა, რაც მეტია წყლის ნაკადის ძალა, მით მეტია სტიმულაცია. ბევრი ქალის ასეთი სტიმულაციის დროს რამდენიმე წამში აღწევს ორგაზმს.

აბაზანა – ქალი ავსებს აბაზანას თბილი წყლით დაახლოებით ნახევრამდე და ისე წვება შიგ, რომ კლიტორი აბაზანაში ჩამავალი წყლის ჭავლის ქვეშაა და წყალი ესხმევა. შესაძლებელია მენჯის ცოტა ზემოთ აწევა, თუკი ქალს აქვს სურვილი, რომ წყალი მოხვდეს საშოს შასავალთან. კარგია< ტუ ქალი სასირცხვო ბაგეებს გადაწევს ხელით და წყალი უშუალოდ კლიროტის თავს მოხვდება. როგორც კი ქალის სათანადოდ მოკლათდება აბაზანაში, უნდა მოდუნდეს და გამოიყენოს თავისი ფატაზიები.

ჯაკუზი – ჯაკუზში მასტურბაციის დროს თითქმის იგივე ტექნიკაა, იმ განსხვავებით, რომ წყლის ნაკადი გაცილებით ძლიერია და სიფრთხილეც მეტია საჭირო. ამიტომ დასაწყისში სასურველია ქალი ისე მოკლათდეს ჯაკუზში, რომ წყლის ნაკადთან დისტანციაზე იყოს და ნელ-ნელა მიიწიოს უფრო ახლოს.

 

 

 

ელექტრომასაჟორი – ჩვეულებრივი მასაჟი კლიტორის სტიმულაციისთვის  საკმაოდ ხშირად გამოიყენება. უშუალოდ კლიტორზე ზემოქმედება ხშირად იწვევს ძლიერ, ზოგჯერ კი მტკივნეულ გაღიზიანებას. კლიტორის ელექტრომასაჟორით სტიმულაციისთვის საკმარისია მასაჟორის მოთავსება საშოს შესავალთან, ან მცირე სასირცხვო ბაგეეთან. აგრეთვე მცირე სასირცხვო ბაგეების შესართავთან. ელექტრომასაჟორის ვირბაციია ტანსაცმლის გავლითაც იგრძნობა.

ფეხების მოჭერა – ქალების ნაწილი ფეხების ხახუნითა და ერთმანეთზე მიჭერით მასტურბირებს და ორგაზმსაც განიცდის. ხშირად მასტურბაციის ეს ტექნიკა საზოგადოებრივ ადგილებში მასტურბაციის სურვილის გაჩენის დროს.

ბევრი ქალის ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გარდა იყენებს ხახუნს რაიმე საგნებზე, რაიმე ქსოვილებზე, პარტნიორი მამაკაცის სხეულზე.

გარდა ამის, ნებისმიერ ქალს შეუძლია მასტურბაციის საკუთარი ტექნიკა შეიმუშავოს და სიამოვნება ისე მიიღოს.

0 Comments

Leave a Comment

latest posts from Webmaster

Webmaster

PHP Include Files

PHP Tutorial

Posted on 01 March 2015 in PHP | 0 comments

HTTP Status Messages

HTTP Messages

Posted on 01 November 2012 in HTML | 0 comments

URL Encoding Reference 2

URL Encoding Reference 2

Posted on 01 November 2012 in HTML | 0 comments

URL Encoding Reference 1

URL Encoding Reference 1

Posted on 01 November 2012 in HTML | 0 comments