ქალის რეპროდუქციული (სასქესო) სისტემის ანატომია :: ქალის სასქესო სისტემა :: ანატომია :: WiKi :: GSC Network
  • Art related
  • Graphic Design
  • Tutorials and Freebies
  • Community submit news

ქალის რეპროდუქციული (სასქესო) სისტემის ანატომია

Posted by HANIBALL | 31 May 2012 0


მცირე სასრიცხვო ბაგეები (labia minora pudenda) - ნაზი კანის ნაოჭებია. დაფარულია დიდი სასირცხვო ბაგეებით, მდებარეობს რა მათ შიგნითა ზედაპირზე. წინიდან გადადიან კლიტორში, უკნიდან ერწყმიან დიდ სასირცხვო ბეგეებს. გააჩნიათ ცხიმის ჯირკვლები, კარგი ინერვაცია და სისხლმომარაგება.

კლიტორი (clitoris) - მამაკაცის სასქესო ასოს ანალოგია. მისი ლორწოვანი მდიდარია სისხლძარღვებით, ნერვული დაბოლოებებით, ოფლისა და ცხიმის ჯირკვლებით, რომლებიც გამოიმუშავებენ ნოტიო სეკრეტს. მცირე სასირცხვო ბაგეები საშოს ხვრელის ზედა ბოლოსთან იყოფიან ორ წყვილ ნაოჭად, რომელთაგან ერთი ქვემოდან ემაგრება კლიტორს და ქმნის კლიტორის ლაგამს, მეორე კი ზევიდან ფარავს კლიტორს და კლიტორის ჩუჩას ქმნის.

საშოს კარიბჭე (vestibulum vaginae) - საშოს არხი წინიდან შემოსაზღვრული კლიტორით, უკნიდან მცირე სასირცხვო ბაგეების შიგნითა ზედაპირებით და საქალწულე აპკით. საშოს კარიბჭეში იხსნება შარდსადენი მილის გარეთა ხვრელი, ბართოლინის ჯირკვლების სადინრები და მრავალი წვრილი ჯირკვალი.

საქალწულე აპკი (hymen) - თხელი აპკი, წარმოდგენილი ქალიშვილებში. აქვს მცირე ზომის ხვრელი მენსტრუალური სისხლის გამოსაყოფად. საქალწულე აპკის გახევას (დეფლორაციას) თან ერთვის სისხლდენა და მტკივნეულობა.

შარდსადენი მილი (urethra) საშუალოდ 3-4 სმ სიგრძის მილია. გარეთა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება ურეთრის გარეთა ხვრელი, რომელიც შემოსაზღვრულია  სფინქტერით. მის ორივე მხარეზე მდებერეობს პარაურეთრული ჯირკვლები.

შორისი (perineum) - სხეულის ნაწილია, რომელიც მდებარეობს დიდი სასირცხო ბაგეების ქვედა შესართავსა და კუდუსუნის ძვალს შორის.  შორისი წარმოდგენილია ორ ნაწილად:  წინა ანუ სამეანო შორისი მდებარეობს დიდი სასირცხვო ბაგეების ქვედა შესართავსა და ანუსს შორის. წარმოდგენილია კანით, კანქვეშა ქსოვილით, ზედაპირული ფასციით და კან-კუნთოვანი წარმონაქმნებით. უკანა შორისი მდებარეობს ანალურ ხვრელსა და კუდუსუნის ძვალს შორის.

გარეთა სასქესო ორგანოების ფუნქციები: შინაგანი სასქესო ორგანოების დაცვა; წარმოადგენენ სასქესო მგრძნობელობის ორგანოებს; სასქესო აქტის დროს ქმნიან შესავალ კარიბჭეს, მშობიარობის დროს კი ნაყოფის გამოსავალ გზას.

შიგნითა სასქესო ორგანოები

შიგნითა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება : საშო, საშვილოსნო, ფალოპის მილები და საკვერცხეები.

საშო (vagina) - მილის ფორმის ორგანოა. საშოს ღრუ ქვედა მესამედში დახურულია, მაგრამ საკმაოდ ადვილად იხსნება საშუალოდ 2-3 სმ-ზე სქესობრივი აქტის დროს და 8-10 სმ-ზე მშობიარობის დროს. ზედა ნაწილში საშოში შემოდის საშვილოსნოს ყელი. ამ მიდამოში საშო არ იკუმშება და მისი დიამეტრი დაახლოებით 8 სმ-ია. საშოს კედელი შედგება ლორწოვანი, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილისაგან. ლორწოვანი გარსი მრავალშრიანი ეპითელიუმით არის წარმოდგენილი  და შედგება 4 შრისგან: ზედაპირული( ფუნქციური), შუალედური, პარაბაზალური და ბაზალური. საშოს ლორწოვანს აქვს მრავლობითი ნაოჭები, რომლებიც ამ ორგანოს გაფართოების საშუალებას აძლევენ. კუნთოვანი შრე შეიცავს შიგნითა ირგვლივ და გარეთა სიგრძივ კუნთოვან ბოჭკოებს.

საშვილოსნო (metra, uterus, hystera) - მსხლის ფორმის ორაგანოა. სიგრძე 7-9სმ, სიგანე 5სმ( საშვილოსნოს ყელის სიგრძე 3სმ, სიგანე 2-3 სმ), კედლის სისქე 1,5-3 სმ, წონა 50გრ. 
საშვილოსნო შედგება: სხეული (corpus uteri), ყელი (cervix uteri) და მათ შორის გარდამავალი ზონა, რომელიც იწყებს გამოკვეთას ორსულობის პერიოდში და მშობიარობის დროს ისახება, როგორც საშვილოსნოს ქვედა სეგმენტი.
საშვილოსნოს კედელი შედგება: ენდომეტრიუმის, მიომეტრიუმისა და პერიმეტრიუმისაგან. ენდომეტრიუმი ამოფენილია მოციმციმე ეპითელიუმით. მის ლორწოვანში გამოიყოფა ორი შრე- ბაზალური და ფუნქციური. კუნთოვანი შრე თავის მხრივ შედგება სუბმუკოზური, ინტრამურალური და სუბსეროზული შრეებისგან. გარედან საშვილოსნო დაფარულია სეროზული გარსით.

ფალოპის მილები, კვერცხსავალი (tuba uterinа, salpinx) - საშუალოდ 10-12 სმ სიგრძის წყვილი ორგანოა. შედგება რამდენიმე ნაწილისაგან: საშვილოსნოსშიგა (ინტერსტიციული, ინტრამურალური)- ყველაზე ვიწრო და მოკლე ნაწილი; ისთმური და ამპულარული- ყველაზე განიერი ნაწილი, რომელიც ფოჩებით მთავრდება. საშვილოსნოსშიგა ნაწილის სიგრძე 1სმ,სიგანე 1სმ,სანათურის დიმეტრი 1მმ-ია; ისთმური ნაწილის სიგრძე 4-5სმ, სანათურის დიამეტრი 4მმ; ამპულარული ნაწილის სიგრძე  6-7სმ, სიგანე 5სმ, სანათურის დიამეტრი 1-2სმ.

ფალოპის მილის კედლის შრეები: პერისალპინგსი- სეროზული გარსი, მეტროსალპინგსი- კუნთოვანი გარსი  შიგნითა და გარეთა სიგრძივი და შუა ცირკულარული შრეებით, ენდოსალპინგსი- ლორწოვანი გარსი მრავლობითი ნაოჭებით.


საკვერცხე (ovarium) - ოვოიდური(ოვალური) ფორმის წყვილი ორგანოა.  საშუალოდ სიგრძე 3სმ, სიგანე 2სმ, სისქე 1,5, წონა 6-8 გრ. მისი ძირითადი ფუნქციაა კვერცხუჯრედის მომწიფება და პროდუცირება.  გარდა ამისა საკვერცხე გამოიმუშავებს სასქესო ჰორმონებს.

0 Comments

Leave a Comment

latest posts from Webmaster

Webmaster

PHP Include Files

PHP Tutorial

Posted on 01 March 2015 in PHP | 0 comments

HTTP Status Messages

HTTP Messages

Posted on 01 November 2012 in HTML | 0 comments

URL Encoding Reference 2

URL Encoding Reference 2

Posted on 01 November 2012 in HTML | 0 comments

URL Encoding Reference 1

URL Encoding Reference 1

Posted on 01 November 2012 in HTML | 0 comments