საუკეთესო პოზიციები ჩასახვისათვის, ორგაზმის განცდისათვის... :: სექსის პოზები :: ანატომია :: WiKi :: GSC Network
  • Art related
  • Graphic Design
  • Tutorials and Freebies
  • Community submit news

საუკეთესო პოზიციები ჩასახვისათვის, ორგაზმის განცდისათვის...

Posted by HANIBALL | 12 June 2012 0

მამაკაცი უკნიდან
 ეს პოზიცია (ქალი გულდაღმა და თეძოებში წამოწეული) მრავალ ქალს მოსწონს რამდენადაც კაცს შეუძლია მას აღუგზნოს ე.წ. "ჯი-სპოტი” (Grafenberg spot) რომელიც ქალის საშოს წინა კედელზე, მუცლის მხარეს, რამოდენიმე სანტიმეტრის სიღრმეში არსებული განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილია, რომლის სტიმულირება მრავალ ქალში ინტენსიური ორგაზმის განცდას იწვევს. გარდა ამისა, ამ პოზიციაში ქალისათვის ორგაზმის დადგომა სხვა პოზიციებთან შედარებით ხშირად ჩვეულებრივზე სწრაფად ხდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როდესაც მამაკაცის ეაკულაცია შედარებით სწრაფად დგება და შედეგად ერექცია ხანმოკლეა. "ჯი-სპოტის” სტიმულირება ყველაზე წარმატებით სწორედ ამ პოზიციაში ხდება რამდენადაც ფრიქციათა კუთხე ყველაზე ხელსაყრელია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად, ეს პოზიცია საშუალებას აძლევს ქალს კონცენტრირება მოახდინოს სიამოვნების მიღებაზეც, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჰარმონიული ცოლ-ქმრული ურთიერთობისათვის, ხოლო მამაკაცი თავისუფალია მოეფეროს ქალის თეძოებს და თავად განსაზღვროს სექსის რითმულობა და შეღწევის სიღრმე. ეს პოზიციაც საკმაოდ ხელსაყრელია ჩასახვისათვის.


 

 


ქალი ზევიდან 
 ეს პოზიცია ქალს ანიჭებს ლიდერის ფუნქციას, რომ უფრო აქტიური როლი ითამაშოს სიყვარულის პროცესში, რამდენადაც ქალი თავად ირჩევს მოძრაობის რითმულობას და შეღწევის სიღრმეს, საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე. ეს პოზიცია განსაკუთრებით მოსწონთ იმ ქალებს რომლებიც სიყვარულში "ლიდერობისკენ” მიისწრაფიან და აგრეთვე ეს პოზიცია ქალს უტოვებს საშუალებას დამატებითი კლიტორული სტიმულირებისათვის. კაცს კი ამ დროს შეუძლია მოდუნდეს და მიეცეს ვნებებს რომლებსაც ქალი მასში აღძრავს. ქალს აგრეთვე შეუძლია აირჩიოს პოზა: სახით იყოს კაცის მიმართ, როგორც ბუნებრივია, თუ შემოტრიალდეს და ზურგით იყოს (უკნიდან-წინ პოზიცია). აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა რომ ამ პოზაში ღრმად ხდება შეღწევა, ეს პოზა ერთ-ერთი საუკეთესოა (გვერდი-გვერდ პოზასთან ერთად) ორსული ქალებისთვის რადგან მუცელზე დაწოლა არ ხდება.








უკნიდან-წინ პოზიცია 

ამ შემთხვევაშიც ქალს აქვს აქტიური მდგომარეობა. ეს მოსახერხებელი პოზიციაა განსაკუთრებით მაშინ როდესაც მამაკაცი დაღლილია და ურჩევნია მთლიანად ქალს გადასცეს ინიციატივა. მამაკაცი თავისუფალია ქალის თეძოებს მოეფეროს, ქალს კი შეუძლია წინ გადაიხაროს და მამაკაცის თეძოებს მიეყრდნოს. ამ პოზიციაში ქალის მიერ ორგაზმის განცდის ალბათობა უფრო მაღალია ვიდრე "მისიურ” პოზიციაში, მაგრამ შეიძლება უფრო ნაკლები იყოს ვიდრე წინა განხილულ პოზიციაში.
 


გვერდი-გვერდ პოზიცია
 ამ პოზიციაში ქალი და მამაკაცი ორივე გვერდზე წევს ერთმანეთის პარალელურად, მამაკაცი უკნიდან. ეს პოზიცია მრავალ წყვილს მოსწონს და განსაკუთრებით მოსახერხებელია გახანგრძლივებული, "მშვიდი" სასიყვარულო ურთიერთობისათვის, როდესაც ორივე მეუღლე დაღლილია, რადგან ამ პოზიციაში ერთმანეთს არ აწვებიან და სიმძიმის ცენტრი ორივესათვის საწოლზეა გადატანილი. დაღლილობისას ამ პოზიციაში ჩაძინებაც ბუნებრივია. ეს პოზიცია ხელსაყრელია "დილის" სექსისთვისაც.

0 Comments

Leave a Comment

latest posts from Webmaster

Webmaster

PHP Include Files

PHP Tutorial

Posted on 01 March 2015 in PHP | 0 comments

HTTP Status Messages

HTTP Messages

Posted on 01 November 2012 in HTML | 0 comments

URL Encoding Reference 2

URL Encoding Reference 2

Posted on 01 November 2012 in HTML | 0 comments

URL Encoding Reference 1

URL Encoding Reference 1

Posted on 01 November 2012 in HTML | 0 comments